Tuesday, April 7, 2015

დღე მე-9

   ძალიან გული მწყდება, რომ ჩვენი ტრენინგი დასრულდა. :(  დღევანდელ დღეს ვისწავლეთ ბლოგის ჩანართებში ინფორმაციის გადატანა. მოვახდინეთ გამოქვეყნებულ პორტფოლიოში მასალების ჩამატება/წაშლა. მოვაწყეთ პქროექტების პრეზენტაციები. მოვახდინეთ თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
    დიდი მადლობა ნათია მაისურაძეს საინტერესო ტრენინგისათვის.

Monday, April 6, 2015

დღე მე-8

  ძალიან საინტერესო ტრენინგდღე იყო. შევქმენით ფასილიტაციის მიზნით დოკუმენტი მოსწავლეებისათვის.  განვიხილეთ და ვაწარმოეთ პროექტის მახასიათებლებისა და პორტფოლიოს ჩეკლისტი. გამოვაქვეყნეთ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე.

ძალები ბუნებაში - პროექტის პორტფოლიო

Sunday, April 5, 2015

დღე მე-7

  დღევანდელი დღეც სიახლეებით იყო სავსე.  გავაკეთეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკები ინტელის სახელმძღვანელოს დახმარებით. წყვილებში შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის დოკუმენტები. შევავსეთ პროექტის გეგმები ბოლომდე.

Saturday, April 4, 2015

დღე მე-6

   დღევანდელი დღეც საინტერესო იყო . გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასება ინტელის სახელმძღვანელოს გამოყენებით.  ვისწავლეთ ჩანართების დასმა ბლოგებზე. ასევე ბლოგებზე გადავიტანეთ პრეზენტაციები.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


Sunday, March 29, 2015

დღე მე-5

 
 დღევანდელ დღეს განვიხილეთ პროექტების შეფასება. შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზში ჩავწერეთ პროექტების ის შეფასებები, რომლებიც ჩვენს პროექტს შეესაბამებოდა.  განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვა, ციტირებული დოკუმენტების წარმოება. გავაკეთეთ "მოსწავლის ნაშრომი" ( ვიმოგზაურეთ წარსულში). 

Saturday, March 28, 2015

დღე მე-4

    დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფირი იყო. ინტელის სახელმძღვანელოში შევედით მე-2 მოდულის მე-3 აქტივობაში და მისი დახმ,არებით შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო სასწავლო პროექტის გეგმაში. შემდეგ გავაკეთეთ პროექტის გეგმის (ნახევარის) სლაიდები.

Sunday, March 22, 2015

დღე მე-3

     ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო.
     ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე. ესგ-ში მოვძებნეთ და შევიტანეთ ჩვენი საგნობრივი სტანდარტი და ინდიკატორები, რომლებიც შეესაბამებოდა პროექტს. შევიტანეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გეგმაში ჩავწერეთ მისაღწევი შედეგები ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით. განვიხილეთ თუ რა დიდი ყურადღება ეთმობა პროექტზე მუშაობის დროს კითხვების დასმის სტრატეგიას. განვახორციელეთ ონლაინ კოლაბორაციული თანამშრომლობა.

Saturday, March 21, 2015

დღე 2

    ვისწავლეთ ინტელის სახელმძღვანელოში ბროშურების შაბლონების მოძებნა;  დავამზადეთ ბროშურა მშობლებისათვის; ბროშურის გაფორმებისთვის გავიხსენეთ Word-ის ფაილში ფერების დასმა, საზღვრების მონიშვნა, სურათის ჩასმა,                                                                  

Sunday, March 15, 2015

დღე 1

  გავეცანით "Intel"-ის სახელმძღვანელოს. ვისწავლეთ მისი გამოყენება. შევქმენით ახალი საქაღალდეები: კურსის რესურსები, სასწავლო პროექტის გეგმა, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები ,აუდიო, ვიდეო, შეფასება. მოვახდინეთ თითოეულ საქაღალდეში Wordis ფაილების მოთავსება. შევედით ბლოგებზე.