გზა მასწვლებლობიდან დირექტორობამდე
სკოლაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება ჩემი პროფესიული გზის მთავარი საყრდენია. ეს გზა არ ყოფილა ერთსაფეხურიანი ან მარტივი — იგი ეტაპობრივად ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის, გამოცდილების დაგროვებისა და მუდმივი განვითარების შედეგად. ჩემი პროფესიული საქმიანობა დავიწყე რიგით მასწავლებლად. სწორედ საკლასო ოთახში მუშაობამ მომცა საფუძვლიანი წარმოდგენა მოსწავლის საჭიროებებზე, სწავლების სირთულეებსა და მასწავლებლის რეალურ პასუხისმგებლობაზე. ამ ეტაპზე ჩამომიყალიბდა მტკიცე რწმენა, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცე არ არის — ის არის ღირებულებების, პიროვნული განვითარებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფორმირების ადგილი. შემდგომ წლებში ჩემი საქმიანობა გაფართოვდა და დამეკისრა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქცია. ამ როლში მნიშვნელოვანი გახდა სტრატეგიული ხედვა, გადაწყვეტილებების კოლეგიალურად მიღება და სკოლის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს გამოცდილება დამეხმარა სკოლაზე უფრო ფართო სისტემური პერსპექტივით შემეხედა. დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას გ...