Posts

ძალები ბუნებაში - პროექტის პორტფოლიო

ძალები ბუნებაში - პროექტის პორტფოლიო , მე-9 კლასი

პროექტის გეგმის პრეზენტაცია

დაზოგეთ ელექტრული ენერგია და ფინანსები

პროექტის  სახელწოდება:  დაზოგეთ ელექტრული ენერგია და ფინანსები. პროექტის მთავარი იდეა:  გაარკვიონ, რომელი ღონისძიებების დანერგვითაა              შესაძლებელი ელექტრული ენერგიისა და ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვა. პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით, ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად მათი ფასებიც განუწყვეტლივ იზრდება, თითოეული ოჯახის დანახარჯები ენერგეტიკულ უზრუნველყოფაზე მომავალში ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს და მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახის ბიუჯეტს. ამიტომ საცხოვრებელში ენერგეტიკული და შესაბამისად ეკენომიკური დაზოგვის მისაღწევად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მარტივი აუდიტის ჩატარება. პროექტის მიზნები: ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება. მონაწილეთა ასაკი: 15–16წ. ვადები: ორი თვე.2011წ.  მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები წარმოადგენენ მონაცემებს სხვადასხვა სახით; შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია ოჯახებში, შესაბამისად გაიზრდება  ოჯახის  ბიუჯეტი. ...