STEAM სწავლების უპირატესობები
თანამედროვე სკოლა უკვე მხოლოდ წიგნებსა და თეორიას აღარ ეყრდნობა. მოსწავლეებს სჭირდებათ ისეთი სწავლა, რომელიც რეალურ ცხოვრებას უკავშირდება და მათ შესაძლებლობებს სრულად ავლენს. სწორედ ამას ემსახურება STEAM – მეცნიერების (Science), ტექნოლოგიების (Technology), ინჟინერიის (Engineering), ხელოვნებისა (Art) და მათემატიკის (Mathematics) ინტეგრირებული სწავლება. STEAM სწავლების მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის აერთიანებს ცოდნას პრაქტიკასთან. მოსწავლეები არამხოლოდ იკვლევენ, კითხულობენ და ისმენენ, არამედ ქმნიან, ცდიან, ააგებენ მოდელებს, ახდენენ აღმოჩენებს და ხედავენ, როგორ მუშაობს სამყარო სინამდვილეში. ასეთი სწავლება ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ბავშვი, რომელიც ჩართულია STEAM პროექტში, თავად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს, ითანამშრომლებს თანაკლასელებთან, იღებს პასუხისმგებლობას და შედეგსაც საკუთარი ძალისხმევით აღწევს. ეს კი იმ უნარებია, რომლებიც მომავალში ნებისმიერი პროფესიაში სჭირდებათ. STEAM ასევე აერთიანებს განსხვავებულ ი...