Saturday, March 19, 2011

დაზოგეთ ელექტრული ენერგია და ფინანსები



პროექტის  სახელწოდება:  დაზოგეთ ელექტრული ენერგია და ფინანსები.
პროექტის მთავარი იდეა:  გაარკვიონ, რომელი ღონისძიებების დანერგვითაა              შესაძლებელი ელექტრული ენერგიისა და ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვა.
პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით, ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად მათი ფასებიც განუწყვეტლივ იზრდება, თითოეული ოჯახის დანახარჯები ენერგეტიკულ უზრუნველყოფაზე მომავალში ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს და მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახის ბიუჯეტს. ამიტომ საცხოვრებელში ენერგეტიკული და შესაბამისად ეკენომიკური დაზოგვის მისაღწევად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მარტივი აუდიტის ჩატარება.
პროექტის მიზნები: ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
მონაწილეთა ასაკი: 15–16წ.
ვადები: ორი თვე.2011წ.
 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები წარმოადგენენ მონაცემებს სხვადასხვა სახით; შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია ოჯახებში, შესაბამისად გაიზრდება  ოჯახის  ბიუჯეტი. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვებსაც ასწავლიან როგორ მოახდინონ ენერგიის დაზოგვა.  შექმნიან ბროშურებს, პლაკატებს, გზავნილებს, მოახდენენ პრეზენტაციას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კალამი, ფორმატის ქაღალდები, მარკერები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, აირჩევენ ლიდერებს, გაინაწილებენ დავალებებს.  ჩამოწერენ ოჯახებში ელ.ენერგიის მომხმარებელ მოწყობილობებს, გამოთვლიან რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული ელ. მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში, მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით და განათავსებენ კომპიუტერში, დაადგენენ ელ. ენერგიის ღირებულებას და წარმოადგენენ სვეტოვანი დიაგრამის  სახით კომპიუტერის საშუალებით ( დიაგრამაზე უნდა ჩანდეს ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარს მეტ ენერგიას). ცხრილისა და დიაგრამის ანალიზით შეიმუშავებენ ელექტრული ენერგიის დაზოგვის გზებს. განსაზღვრავენ რა ეკონომიას მისცემს ეს თითოეულ ოჯახს. პროექტორის საშუალებით მოაწყობენ პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება მათემატიკასთან–შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს,  ისტი–ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას, აწყობენ სლაიდ შოუს.
 ფიზიკა–მოსწავლე იკვლევს ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს; მოსწვლე აკავშირებს მეცნიერულ აღმოჩენებს ფიზიკაში ყოველდღიურობასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: ნაზი თათანაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ntatanashvili7@gmail.com
ბლოგი: n.tatanashvili.blogspot.com

3 comments:

  1. ნაზი ძალიან კარგი პროექტია, წარმატებები

    ReplyDelete
  2. ნაზი ძალიან კარგი პროექტია, წარმატებები

    ReplyDelete
  3. ისე გულმოდგინეთ მუშაობ ხოლმე მოგინდება რომ იმუშაო, წინსვლას გისურვებ

    ReplyDelete